ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

AutoSharing Option
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტი გერმანელი საფეხბურთო ფანი, გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართული ევრო 2024-ის მატჩის გადათამაშებას ითხოვს.

მასპინძლებმა ესპანელებთან 1:2 წააგეს და ტურნირს 1/4-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშნენ. თუმცა, აღნიშნული მატჩის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც გერმანელ ფანებს შეხვედრის ხელახლა ჩატარება სურთ.

ამ მიზნით, გერმანიაში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელი 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ავტორების მიხედვით, ტეილორმა შეხვედრაში ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთი ეპიზოდი გახლდათ: არდანიშნული პენალტი კუკურელიას ხელით თამაშის
დროს.

რასაკვირველია, თამაშის ხელახლა ჩატარება გამორიცხული გახლავთ. ხოლო რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სადავო მომენტს, ამ საკითხზე განმარტება უკვე გაკეთდა - ტურნირის დაწყების წინ უეფამ საფეხბურთო წესებში ცვლილებები შეიტანა და ერთ-ერთი მათგანი პენალტს შეეხებოდა: თუ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მაშინ ხვდება, როცა ხელი სხეულს უკან არის და თან დახრილ მდგომარეობაშია, 11-მეტრიანი დარტყმა არ ინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
და გერმანელები რომ პირველივე წუთებიდან ესპანელებზე ნადირობის მეტს არაფერს აკეთებდნენ, ეს არ აწუხებთ?!.. ტონი კროოსი რომ ტონი შუმახერივით შევა ფეხბურთის ისტორიაში, ეს დასაშვებად მიაჩნიათ?!... მაგის ბოდიში უშველის პედრის?!... ბოდიში მთლიანად გერმანიას, როგორც ქვეყანას, აქვს მოსახდელი იმ ანტიფეხბურთისთვის, რაც ესპანეთთან იკადრეს და ნეტავ ის გულშემატკივარი როგორ არის, თირკმელები რომ არწყევინეს გერმანელმა სტიუარდებმა?!...
დდდ
19:04 07-07-2024
6
ჩვენთან თამაშზე, რომ გაუტარეს ესპანელებს თამაშგარე, მაშინ უნდა აგეტეხად განგაში გერმანელებს ახლა გვიანია, რეალს და ესპანეთს მსაჯები, რომ ეხმარება ეს არ ახალია.
ეეე
15:30 07-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული