ერდოღანი: ამ ქმედებამ ევროპის ჩემპიონატს ჩრდილი მიაყენა

AutoSharing Option
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, ამავე ქვეყნის ნაკრების მცველი მერიჰ დემირალის დასჯა პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა. 

Fanatik-ის მიხედვით, ერდოღანი ნაკრების წევრებს ნიდერლანდებთან მარცხის (1:2) შემდეგ გასახდელში შეხვდა და დემირალის შესახებაც იქ ისაუბრა. 

"როგორც იცით, ჰოლანდიასთან მატჩი არასამართლიანი გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარეობდა და ეს მერიჰ დემირალის დასჯა გახლდათ. სიმართლე რომ გითხრათ, უეფას მხრიდან მერიჰის 2 თამაშით დისკვალიფიცირებამ ევროპის ჩემპიონატს დიდი ჩრდილი მიაყენა. შეუძლებელია მისი სპორტული პრინციპებით ახსნა, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ამ უსამართლობამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ, საბედნიეროდ ამას ფეხბურთელების მოტივაციაზე ნეგატიური გავლენა
არ მოუხდენია. ვამაყობ თქვენით, ჩვენ ევროპის 8 უძლიერეს გუნდს შორის მოვხვდით და შორეული პერსპექტივა არც ჩემპიონობაა," - თქვა ერდოღანმა. 

უეფამ მერიჰ დემირალი ავსტრიასთან მატჩის დროს გამოხატული ჟესტის გამო დასაჯა. ის ჟესტი ნაციონალისტური მოძრაობის, "რუხი მგლების" სიმბოლოა, რომლებიც მხარს ერდოღანის პარტიას უჭერენ. 

altარეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]

altნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთს 11-11 ზე თამაშობენ, ამიტომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებთ. 22 კაცით 11 ზე შეიძლება მოგეგოთ გაფხორილო ინდაურებო.
გიო
15:26 08-07-2024
7
რა შეშინებული დგანან ფეხბურთელები. ჯგუფიდან არ გასვლის შემთხვევაში, ალბათ დახვრეტდნენ
დავით 67
22:11 07-07-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული