ერდოღანი: ამ ქმედებამ ევროპის ჩემპიონატს ჩრდილი მიაყენა

AutoSharing Option
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, ამავე ქვეყნის ნაკრების მცველი მერიჰ დემირალის დასჯა პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა. 

Fanatik-ის მიხედვით, ერდოღანი ნაკრების წევრებს ნიდერლანდებთან მარცხის (1:2) შემდეგ გასახდელში შეხვდა და დემირალის შესახებაც იქ ისაუბრა. 

"როგორც იცით, ჰოლანდიასთან მატჩი არასამართლიანი გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარეობდა და ეს მერიჰ დემირალის დასჯა გახლდათ. სიმართლე რომ გითხრათ, უეფას მხრიდან მერიჰის 2 თამაშით დისკვალიფიცირებამ ევროპის ჩემპიონატს დიდი ჩრდილი მიაყენა. შეუძლებელია მისი სპორტული პრინციპებით ახსნა, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ამ უსამართლობამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ, საბედნიეროდ ამას ფეხბურთელების მოტივაციაზე ნეგატიური გავლენა
არ მოუხდენია. ვამაყობ თქვენით, ჩვენ ევროპის 8 უძლიერეს გუნდს შორის მოვხვდით და შორეული პერსპექტივა არც ჩემპიონობაა," - თქვა ერდოღანმა. 

უეფამ მერიჰ დემირალი ავსტრიასთან მატჩის დროს გამოხატული ჟესტის გამო დასაჯა. ის ჟესტი ნაციონალისტური მოძრაობის, "რუხი მგლების" სიმბოლოა, რომლებიც მხარს ერდოღანის პარტიას უჭერენ. 

altარეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]

altნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა დავაშავეთ ასეთი - ყველა მეზობელი ერთმანეთზე უარესი გვყავს!
მანფრედ კალცი
18:47 07-07-2024
6
ათი მილიონი თურქი მარტო გერმანიაში ცხოვრობს.გერმანიის ნაკრებში თურქები სჭარბობენ,კაპიტანი თურქი ყავთ,გოლები თურქებს გააქვთ.ისეთი შთაბეჭდილება რჩება,ვინც ვერ ხვდება გერმანიის ნაკრებში,თურქეთის ნაკრებში მიდის.ერთი სიტყვით,ევროპამ მიუნჰაუზენის ტრიუკი უნდა ჩაატაროს ამ ხალხისგან რომ გაიწმინდოს_კიკინებში უნდა წაივლოს ხელი და ამოძვრეს ჭაობიდან.
რამდენ გერმანელს მოენატრება ჰიტლერი ლიბერალების გადამკიდე
ჯუდო
20:59 07-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული