ული ჰიონესი: "ბარსელონას" პატივს აღარ ვცემ, თუ დემბელეს უკან ეს კლუბი დგას

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის თქმით, ის "ბარსელონას" პატივისცემას დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ უსმან დემბელეს მიერ დისციპლინის დარღვევის უკან კატალონიური კლუბი დგას.

დორტმუნდის "ბორუსიას" 20 წლის ფრანგი შემტევი გნუდთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს. მისი სურვილი "ბარსელონაში" გადასვლაა და ამ სურვილის ასასრულებლად დემბელე მზადაა ამჟამინდელ კლუბს დაუპირისპირდეს. თუმცა, მისმა ქმედებამ გერმანიაში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ერთ-ერთი, ვინც დემბელეს აკრიტიკებს, "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესია.

"დემბელე რომ "ბაიერნის" ფეხბურთელი იყოს, ყოველი გაცდენილი ვარჯიშისთვის ის 100 ათასი ევროთი დაჯარიმდებოდა და ასე გაგრძელდებოდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.

თუ დემბელეს
უკან "ბარსელონა" დგას, მაშინ ამ კლუბს პატივს აღარ ვცემ. უღირსი საქციელია, ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტისკენ უბიძგო.

თუ "ბორუსია" დემბელეში 130 მილიონს მიიღებს, კლუბი მოგებული დარჩება, რადგან ეს ფეხბურთელი გაცილებით ნაკლები ღირს." - განაცხადა ჰიონესმა Eurosport-ის გერმანულ ვერსიასთან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვისზე რას ლაპარაკობს, მთელი დორტმუნდი ბაირნში გადაზიდა და თავის დროზე ხავი მარტინესი რომ იყიდეს, ტიპი შეიპარა კლუბის ბაზაზე და ფანჯრიდან გადაძვრა ბაიერნში რომ ეთამაშა :)
0
Aris logika - analogiuri metodebit mokmedebs koutinioc. Martla unda gayidon 130 milionad. Dembele namdvilad ar aris ronaldo an mesi. Ra ubedurebaa es vachroba ?
0

სიახლეები პოპულარული