სამი ხედირამ ნაკრების თამაშზე 1200 ბავშვი დაპატიჟა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების წევრმა სამი ხედირამ მის ეროვნულ გუნდსა და ნორვეგიას შორის დღეს გასამართ მატჩზე ის 1200 ბავშვი დაპატიჟა, რომლებსაც ბილეთის ყიდვის საშუალება თავად არ აქვთ.

DW Sports-ის ცნობით, ხედირამ მისი მშობლიური ქალაქის პატარა მცხოვრებლები 15 ბავშვთა სახლიდან და საავადმყოფოდან მიიწვია. მათ შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები.

ხედირამ, რომელიც ქველმოქმედად პირველად არ გვევლინება, კომენტარიც გააკეთა: "იმედი მაქვს, ბავშვები სიამოვნებას მიიღებენ. ეს მინიმალურია, რისი გაკეთებაც მათთვის შემიძლია.

თამაში დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, შტუტგარტში გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული