"შტუტგარტის" სავარჯიშო მოედანზე მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს

AutoSharing Option
"შტუტგარტის" სავარჯიშო მოედანი მე-2 მსოფლიოს ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო ევაკუირებულია.

Bild-ის ცნობით, იმ დროს, როდესაც "შტუტგარტის" თანამშრომელი სავარჯიშო მოედანზე მინდვრის საფარს აგებდა, მან ბომბი აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ეს ბომბი 1930-იან წლებშია დამზადებული და ის მე-2 მსოფლიოს ომის დროს შტუტგარტის დაბომბვისას გამოიყენეს. ბომბი 50 კილოგრამს იწონის და მას მექანიკური დეტონატორი აქვს.

ცნობილია, რომ ბომბი მალევე გააუვნებელყვეს, მაგრამ სავარჯიშო მოედნიდან 200 მეტრის რადიუსში ხალხი მაინც ევაკუირებულია.

ეს შტუტგარტში ბომბის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არაა. 2009 წელს, "მერსედეს ბენც არენის" რეკონსტრუქციის დროს 34
ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული