ბუნდესლიგა. VI ტური: მარტინ შმიდტმა "ბაიერნი" ისევ გაამწარა [VIDEO]

AutoSharing Option
22 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის VI ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა, 9 წუთის შემდეგ კი არიენ რობენმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასიმილიანო არნოლდმა (56) სტანდარტიდან გაიტანა და სხვაობა შეამცირა, 83-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა დანიელ დიდავიმ "ვოლფსბურგს" ქულა გადაურჩინა.

დაინიშნა თუ არა "ვოლფსბურგის" მწვრთნელად, მარტინ შმიდტი პირველივე შეხვედრა "ბაიერნთან" მოუწია, თანაც მიუნხენში, მაგრამ საქმეც ისაა, რომ "ალიანს არენა" მისთვის იღბლიანია. წინა ორ სეზონში "მაინცის"
თავკაცობისას "რეკორდმაისტერი" გასვლაზე ერთხელ დაამარცხა და ერთხელ ყაიმი გაუგორა.

ნამატჩევს მარტინმა ბრძანა, რომ რაღა თქმა უნდა კმაყოფილია, გაუმართლათ არიენ რობენმა ანგარიში 3:0 რომ არ გახადა, თორემ ყველაფერი დასრულდებოდა. თუმცა ფეხბურთში ფორტუნას დიდი მნიშვნელობა აქვს და მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს ანდრის იონკერს კარგი გუნდის დაყენებისათვის.

"ბაიერნი" 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "ვოლფსბურგს" 6 ქულა აქვს და მე-11-ეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები 23 და 24 სექტემბერს ჩატარდება.