"ფეხბურთი 17 წელი ვითამაშე და ახლა კარიერაში ახალი ნაბიჯი უნდა გადავდგა. გადავწყვიტე მწვრთნელი გავხდე. მალე ყველაფერს გაიგებთ", - დაწერა ხაბიმ ინსტაგრამზე.
ალონსო "რეალ სოსიედადში", "ლივერპულში", მადრიდის "რეალში" და მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობდა, ფურია როხას შემადგენლობაში 114 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გახდა ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.