ბუნდესლიგა. VII ტური: "დორტმუნდი" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგაში ხუთი მატჩი გაიმართა და მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგით დასრულდა.

დაძაბული თამაში იყო ბორუსიაში, სადაც "გლადბახმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ანგარიში მათიას გინტერმა გახსნა, 4 წუთში კი მარტინ ჰანრიკმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმრები ბუნდესლიგაში დაუმარცხებლად გააგრძელებდნენ ასპარეზობას, მატჩის 94-ე წუთზე პენალტი რომ არ აეღოთ, რომელიც ტორგენ აზარმა გოლად აქცია.

კაცნაკლულმა "აინტრახტმა" "შტუტგარტს" სძლია და 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ანტე რებიჩმა გაიტანა ტაიმის მიწურულს და სტუმრები დააწინაურა. 61-ე
წუთზე კი სიმონ ტედორემ 1:1 გახადა ანგარიში და "შტუტგარტი" თამაშში დააბრუნა. 64-ე წუთზე სიმონ ფალეტემ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები ათ კაციანი შემადგენლობით დარჩნენ. მიუხედავად ამისა სტუმრებმა უპირატესობა ვერ მოიპოვა და 94-ე წუთზე სებასტიან გალერმა გამარჯვების გოლი გაიტანა 2:1.
"აუგსბურგი" "დორტმუნდის" მატჩში პირველ 23 წუთში გაირკა გამარჯვებულის ვინაობა. მე-4 წუთზე იარმოლენკომ სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო გოლიდან 7 წუთში ქაიობიმ წონასწორობა აღადგინა. 23-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა შინჯი კაგავამ და 1:2 გახადა ანგარიში. მეორე ტაიმში არაფერი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მე-80 წუთზე ობემეიანგის გაფუჭებულ პენალტს. "დორტმუნდი" ამ გამარჯვებით აგრძელებს წაუგებელ სერიას და 19 ქულით პირველ ადგილზეა.
ფრე დამთავრდა ბოლო ორი თამაშში: "ვოლფსბურგი" "მაინცი"  1:1 ანგარიშზე შეჯერდნენ, 55-ე წუთზე ჯულავოგისა და 74-ე წუთზე მუტოს გოლებით. 0:0 დასრულდა "ჰამბურგი" "ვერდერის" დაპირისპირება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული