ფოგთსი: ჰაინკესი შეიძლება "ბაიერნში" დატოვონ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერტი ფოგთსი Sport1-ს მწვრთნელის იუპ ჰაინკესის მიუნხენის "ბაიერნში" დარჩენა-არდარჩენის პერსპექტივაზე ესაუბრა:

"დარწმუნებული არა ვარ, რომ ჰაინკესი ზაფხულში "ბაიერნიდან" აიბარგება. ასე მგონია, ბავარიელებს მაინცდამაინც ტოპ-კლასის სპეციალისტის მიწვევა უნდათ, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ასეთი იურგენ კლოპია, ტომას ტუხელი კი - არა".

შეგახსენებთ, 72 წლის ჰაინკესი გადაყენებული კარლო ანჩელოტის ნაცვლად მიაბრუნეს "რეკორდმაისტერში" და 30 ივნისამდე გაუფორმეს კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული