ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკი "სელტიკთან" თამაშს აპირებს

AutoSharing Option
დიდებულ ფორმაშია მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ "ლაიპციგთან" შეხვედრის 45-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, 31 ოქტომერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში  გლაზგოში "სელტიკთან" თამაშს აპირებს.

"კუნთი დამეჭიმა, არ გავრისკე და შეცვლა ვითხოვე. ყველაფერი ნორმალურადაა, თუმცა ჩემთვის რთული სეზონია. ყოველ სამ დღეში ან "ბაიერნში" მიწევს ასპარეზობა და ან ეროვნულ გუნდში. რა ვქნა, სხვა არჩევანი არა მაქვს. "რეკორდმაისტერს" ჩემს პოზიციაზე ჩემი დუბლიორი არა ყავს", -  განაცხადა
ლევანდოვსკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული