ბუნდესლიგა. XII ტური: "დორტმუნდი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგის მე-12 ტურში სტუმრად "შტუტგარტთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მე-5 წუთზე ანგარიში ჩედრაც აკოლომ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ანდრე შურლემ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე მაქსიმილან ფილიფმა დამატებაზე იყოჩაღა.

51-ე წუთზე კი იოსებ ბრეკალომ გაიტანა და "შტუტგარტს" გამარჯვება მოუტანა.

ეს"დორტმუნდისთვის" ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მარცხია.

"დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 მატჩს 30 სექტემბრის შემდეგ ვერ იგევს. უკვე ჩატარებულ მატჩებში დორტმუნდელებმა 14 გოლი გაუშვეს., რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

ბუნდესლიგაში გუნდი ამჟამად მესამე ადგილს იკავებს და
მიუნხენის "ბაიერნს" 6 ქულით ჩამორჩება. ამასთან ერთად "ბაიერნს" მე-12 ტური ჯერ კიდევ სათამაშო აქვს.

"დორტმუნდის" შანსები ჩემპიონთა ლიგაში ასევე მინიმალურია. ორი ტურით ადრე გერმანელები "რეალს" 5 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ლონდონის "ტოტენჰემი" უკვე გასულია ჯგუფიდან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "დორტმუნდში" ტომას ტუხელი პეტერ ბოშმა შეცვალა.

ყველა ტურნირის ბოლო 11 მატჩში "დორტმუნდმა" მხოლოდ სამი მოგება მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეკარე უნდა ამოეღოთ განაცხადიდან და არ წააგებდნენ.
სოსო
16:29 18-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული