იუპ ჰაინკესმა ბუნდესლიგაზე მე-500 მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესმა ჩვეულად აათამაშა მიუნხენის "ბაიერნი", გუნდი თამაშს თამაშზე იგებს, მის მთავარ კონკურენტს დორტმუნდის "ბორუსიას" ჩავარდნა აქვს და ბუნდესლიგის მე-12 ტურში "აუგსბურგის" დამარცხების (3:0) შემდეგ, "რეკორდმაისტერი" უახლოეს მდევარს "ლაიპციგს" 6 ქულით უსწრებს.



ამ შეხვედრაში დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა, ხოლო ერთი გოლი არტურო ვიდალმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰაინკესმა გერმანიის ჩემპიონატზე მე-500 გამარჯვება მოიპოვა. აქედან 174 როგორც ფეხბურთელმა და 326 როგორც მწვრთნელმა.

"ლაიპციგი" ლევერკუზენში "ბაიერს" დაუზავდა, რომელსაც მსაჯმა 52-ე წუთზე მცველი ბენჟამინ ჰენრიქსი გაუძევა, ხოლო მიონხენგლადბახის
"ბორუსიამ" ბერლინში "ჰერტას" მოუგო" 4:2 და მესამე ადგილზე დამკვიდრდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუნდესლიგაზე არა, ბუნდესლიგაში!
გიორგიპირველი
19 ნოემბერი 2017 14:14
0

სიახლეები პოპულარული