"ბორუსიას" ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილმა რუსმა ბრალი აღიარა

AutoSharing Option
გეხსომებათ უთუოდ, შარშან 11 აპრილს 3 რადიომართვადი ბომბით დორტმუნდის "ბორუსიას" ავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგადაც ტრავმები მიიღეს ფეხბურთელმა მარკ ბარტრამ და პოლიციელმა.

ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვინმე სერგეი.ვ. სერიოჟას თურმე, საბირჟო კონტრაქტი შეუძენია და "ბორუსიას" აქციების ვარდნის შემთხვევაში გვარიან მოგებასაც ნახავდა.

მან სასამართლოზე ჩადენილი დანაშაული აღიარა, თქვა, რომ ნანობს, სურდა მხოლოდ ეფექტი მოეხდინა, კლუბის აქციები დაეგდო და ბირჟაზე ეხეირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული