01:37 27-02-2018
"დორტმუნდმა" "აუგსბურგთან" გამარჯვება ვერ შეინარჩუნა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა მარკო როისმა გახსნა, ხოლო 73-ეზე სტუმართა გუნდის 19 წლის ავსტრიელმა მცველმა კევინ დანსომ ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები პროტესტს გამოხატავენ თამაშების ორშაბათს ჩატარების გამო და ამიტომ 81 360-იან სტადიონზე, რომელიც ყოველთვის პირთამდე ივსება, მატჩს 54 300 მაყურებელი დაესწრო. ასე ცოტა გულშემატკივარი ამ არენაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ მისულა.
"ბორუსია" 41 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავაც მე-2 ადგილზეა და მესამეადგილოსან "შალკეს" 1 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული