"ბილდი" იტყობინება, რომ იუპ ჰაინკესის ნაცვლად "ბაიერნის" მწვრთნელად ხორვატი ნიკო კოვაჩი დაინიშნება.
46 წლის კოვაჩი ამჟამად ფრანკფურტის "აინტრახტის" თავკაცია და ეს გუნდი ბუნდესლიგაზე მე-5 ადგილზეა.
ნიკო ბერლინშია დაბადებული, ფეხბურთელის თითქმის მთელი კარიერა გერმანიაში აქვს გატარებული, ნახევარმცველი იყო, თამაშობდა "ჰერტაში", "ბაიერში", "ჰამბურგში", "ბაიერნში" (2001-2003 წლებში), აგრეთვე "ზალცბურგში". ხორვატიის ნაკრებში 83 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.
ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ წვრთნიდა "ზალცბურგს", ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს, მერე კი ხორვატიის ეროვნულ გუნდს. "აინტრახტს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში, სადაც ასისტენტად თავისი უმცროსი ძმა რობერტი ჰყავს.
03:32 13-04-2018
გადაწყდა - "ბაიერნს" ნიკო კოვაჩს ჩააბარებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგიიიით რაააა რა კოვაჩიიიი... დაილია გერმანიაში მწვრთნელები?
2
0
სად იპოვეს ეს. ფული ენანებაათ ბოსებს....იქნებ ტყუილი იყოს
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული