პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მსაჯმა გვიდო ვინკმანმა ვიდეოგამეორების ყურება დაიწყო და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ამ დროს "ფრაიბურგი" შესვენებაზე იყო გასული. ჰოდა, მათი კიპერი ალექსანდერ შვოლოვი მოედანზე დააბრუნეს, კარში ჩააყენეს და 45+7-ე წუთზე პაბლო დე ბლასისმა ანგარიში გახსნა.