ლუსიენ ფავრი "დორტმუნდს" მომავალ კვირაში ჩაიბარებს

AutoSharing Option
"ნიცას" 60 წლის შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი "დორტმუნდს" კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

Sky იუწყება, რომ ფავრს მწვრთნელად მომავალ კვირაში წარადგენენ.

ჯერ კიდევ შარშან უნდოდათ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს გუნდი ფავრისთვის ჩაებარებინათ, მაგრამ "ნიცამ" დიდი თანხა მოითხოვა და ვერ მორიგდნენ. მას შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და ახლა ფრანგულმა კლუბმა გადაწყვიტა გაუშვას.

ფავრი გერმანიაში ადრეც მუშაობდა - 2007-2009 წლებში "ჰერტას", ხოლო 2011-2015 წლებში გლადბახის "ბორუსიას" ედგა სათავეში.

"დორტმუნდმა" სეზონი პეტერ ბოსის ხელმძღვანელობით დაიწყო, შემდეგ კი ის პეტერ შტეგერმა შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული