60 წლის მწვრთნელი ბოლოს სათავეში ფრანგულ "ნიცას" ედგა, რომელიც ევროპის ლიგაზე ათამაშა.
ფავრიმ "ბორუსიასთან" ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. მან მართვის სადავეები პიტერ შტიოგერისგან გადმოიბარა.
საინტერესოა, რომ შვეიცარიელ სპეციალისტს გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის აქამდე სათავეში "გლადბახს" ედგა, რომელიც "დორტმუნდის" მოსისხლე მტერია.