"დორტმუნდმა" 22 წლის მცველის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადა

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" "მაინციდან" 22 წლის ფრანგი მცველის, აბდუ დიალოს ტრანსფერი სრულყო და ფეხბურთელი წარადგინა.

"სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებმა კარნავალელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაუხადეს, რაც ბორუსიასთვის ისტორიაში მეორე სარეკორდო ტრანსფერია.

დიალომ ახალ გუნდთან ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა. ის საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და კარიერის განმავლობაში "მონაკოსა" და "ზულტე ვარეგემშიც" უასპარეზია.

ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერი ნიშნავს იმას, რომ "დორტმუნდიდან" ზაფხულში სოკრატის პაპადოპულოსი აიბარგებს და ლონდონის "არსენალს" მიაშურებს.

alt"დორტმუნდის" ახალი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული