ბერლინის "უნიონის" გულშემატკივრები ჩაქოლვისგან პოლიციამ გადაარჩინა

AutoSharing Option
გუშინ, მეორე ბუნდესლიგაზე "კიოლნისა" და ბერლინის "უნიონის" ნამატჩევს, რომელიც 1:1 დასრულდა, მასპინძელთა გუნდის ფანები გზატკეცილზე სტუმართა ქომაგების ავტობუსის ჩაქოლვას აპირებდნენ, მაგრამ საქმეში დროულად ჩაერია პოლიცია.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელთა ავტობუსს პოლიცია მიაცილებდა, "კიოლნის" ფანებმა მაინც სცადეს თავდასხმა, მაგრამ სამართალდამცავებმა ოპერატიულად მოახერხეს რეაგირება.

"კიოლნის" ფანები ქვებს ისროდნენ და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

დაპატიმრებულია 28 თავდამსხმელი, კიდევ 200-მდე ფანს კი ეძებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული