ნური შაჰინი "ვერდერში" გადავიდა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველი ნური შაჰინი "დორტმუნდიდან" "ვერდერში" გადაბარგდა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შაჰინის დამატება გვინდოდა. ის მაღალი დონის ფეხბურთელია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდა", - განაცხადა "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ბაუმანმა.

მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, მას "რეალსა" და "ლივერპულში" უთამაშია.

altშაჰინს "ბორუსიას" მწვრთნელობა უნდა და "რეალს" ჰოლივუდს ადარებს