"შტუტგარტის" მეკარემ საკუთარ კარში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "შტუტგარტმა" საკუთარ მოედანზე "ვერდერი" 2:1 დაამარცხა.

ბრემენელთა ერთადერთი გოლი საკუთარ კარში მასპინძლების მეკარემ, რობერტ ცილერმა გაიტანა. მას თანაგუნდელმა ბურთი აუტიდან დაუბრუნა, ცილერი კი პასს არ ელოდა, ბურთს შეეხო, თუმცა გაჩერება ვერ მოახერხა და გოლიც გავიდა.

მატჩის შემდეგ გერმანელმა მეკარემ შეცდომის მიზეზი ახსნა და განაცხადა, რომ აუტამდე ცვლილება კეთდებოდა, მას კი მსაჯის სასტვენი არ გაუგია. ამიტომ მომზადებული არ იყო.

საბოლოოდ მისმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა და გერმანელ მეკარესაც შეუძლია შეცდომა დაივიწყოს.

altბუნდესლიგა. VI ტური: ჰაინკესის დაბრუნების დრო მოდის? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული