ბუნდესლიგა. VIII ტური: მიუნხენის "ბაიერნი" დაბრუნდა? [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ლიდერი დორტმუნდის "ბორუსია" შესანიშნავ ფორმაშია და სტუმრად "შტუტგარტის" წინააღმდეგ ყველაფერი გამოსდიოდა.

იმდენად კარგად, რომ დორტმუნდელებმა უკვე პირველ ტაიმში განაახლეს საკლუბო რეკორდი...

...არასოდეს ამ გუნდს რვა ტურის შემდეგ არ გაუტანია 27 გოლი. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ბრწყინვალე შემტევი ტრიოს წყალობით, რომელშიც შედიან მარკო როისი, ნორჩი ინგლისელი სანჩო და ესპანელი პაკო ალკასერი, რომელიც ჯიუტად არ ტოვებს მოედანს გოლის გარეშე.

საბოლოო ანგარიში ფილიპმა დააფიქსირა და ამით დორტმუნდის "ბორუსიამ" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: პირველად ზედიზედ ოთხ ტურში, გუნდი მეტოქეთა კარში მინიმუმ ოთხ გოლს
იტანს.


* * *
ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ბაიერნს" ბევრი კრიტიკა შეხვდა. ყველას თითქმის გადაწყვეტილი ეგონა ნიკო კოვაჩის შეცვლა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის მხარეს დადგა და ამგვარმა რეაქციამ გაამართლა. განსაკუთრებით, რობერტ ლევანდოვსკისთან მიმართებაში, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაუტანა "ვოლფსბურგს".

თითქოს, "ბაიერნს" პრობლემები უნდა შექმნოდა ბოლო შვიდ წელიწადში არიენ რობენის მეორე გაძევებით. მართლაც, ჰოლანდიელის გაგდების შემდეგ "მგლებმა" მაშინვე გაქვითეს ერთი გოლი, მაგრამ ხამეს როდრიგესმა მოკლა ინტრიგა და დაამშვიდა "ბაიერნის" გულშემატკივრები. ბავარიელები თამაშში დაბრუნდნენ.


* * *
სანაკრებო პაუზა არ მოუხდა "შალკეს". შეწყდა ამ გუნდის ორი სერია: სამმოგებიანი და გოლგაუშვებელი. 350-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა ეგეშტაინმა. საბოლოო შედეგს არ შეიძლება სენსაცია არ ვუწოდოთ. "ვერდერი" - ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა და თვით "ბაიერნსაც" უსწრებს. ბოლოს, ასეთი სტარტი გუნდს 13 წლის წინ ჰქონდა და მაშინ ვიცე-ჩემპიონი გახდა.

* * *
ტურის გმირი კი გახდა "აინტრახტის" ფორვარდი იოვიჩი, რომელმაც პენტა-თრიკი შეასრულა "ფორტუნას" წინააღმდეგ. ის არის პირველი მოთამაშე ლევანდოვსკის შემდეგ (2015 წლის სექტემბერი), ვინც ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. სულ კი ბუნდესლიგაში 15 ასეთი მოთამაშე ყოფილა, მათ შორის, გერდ მიულერი, იუპ ჰაინკესი, იურგენ კლინსმანი... "სერბი ფალკაო" ყველაზე ახალგაზრდაა (20 წლის და 300 დღის) 16-კაციან ჯგუფში.

ფაქტები
  • "აინტრახტმა" ამ სეზონის ყველა მატჩში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი მშრალად.
  • იოვიჩი ზედიზედ ოთხი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • ბელარაბიმ პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის აგვისტოს შემდეგ.
  • "ლევერკუზენის" ბოლო ცხრა გოლიდან რვა ნახევარმცველებმა გაიტანეს.
  • "ლევერკუზენი" 10 მატჩია არ აგებს "ჰანოვერთან".
  • "დორტმუნდმა" პირველად გაიტანა საწყის რვა ტურში 27 გოლი.
  • მარკო როისს ოთხი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი აქვს და ჩამორჩება მხოლოდ ფრანკფურტელ სებასტიან ჰალერს (5 გოლი+4 პასი).
  • პაკო ალკასერს 106 წუთში შვიდი გოლი დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
  • ამ სეზონში "დორტმუნდის" 14 მოთამაშეს გაუტანია გოლი.
  • "აუგსბურგმა" პირველად არ გაუშვა გოლი ბუნდესლიგის ბოლო 11 მატჩში.
  • "აუგსბურგმა" პირველად ითამაშა საკუთარ მოედანზე ნულოვანი ფრე.
  • "ლაიპციგი" შვიდი მატჩია არ მარცხდება.
  • რობერტ ლევანდოვსკის "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ 16 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.
  • "ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ნიურნბერგმა" ბოლო ოთხ მატჩში 16 გოლი გაუშვა.
  • "შალკეს" ამ სეზონში შინ სამი წაგება დაუგროვდა. შარშან, ჯამში, ორი მარცხი ჰქონდა საკუთარ მოედანზე.
  • "ვერდერს" თავის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ "შალკე" ჰყავს დამარცხებული - 42-ჯერ.

ბუნდელისგა. VIII ტური
აინტრახტი-ფორტუნა 7:1
გოლები: 1:0 ჰალერი (21-პენ), 2:0 იოვიჩი (27), 3:0 იოვიჩი (34), 4:0 ჰალერი (50), 4:1 ლუკებაკიო (53), 5:1 იოვიჩი (55), 6:1 იოვიჩი (69), 7:1 იოვიჩი (72)

ლევერკუზენი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 0:1 მუსლია (25), 1:1 ლ. ბენდერი (34), 1:2 ფელიპე (54), 2:2 ბელარაბი (93)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი (75. ბელარაბი), ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ლ. ბენდერი, კორი (64. ტელინი) - ბრანდტი, ჰაფერცი, ფოლანდი (75. ბეილი) - ალარიო.
გაძევება: ფელიპე (57. ჰანოვერი)

შტუტგარტი-დორტმუნდი 0:4
გოლები: 0:1 სანჩო (3), 0:2 როისი (23), 0:3 პაკო ალკასერი (25), 0:4 ფილიპი (85)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ზაგადუ, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი (80. მ. გიოტცე), ბრუუნ ლარსენი (66. პულიშიჩი) - პაკო ალკასერი (46. ფილიპი).

აუგსბურგი-ლაიპციგი 0:0
ლაიპციგი: გულაში - მუკიელე (82. კლოსტერმანი), ორბანი, კონატე, ჰალშტენბერგი - კამპლი (86. ზაბიტცერი), ილსანკერი, დემე, ოგუსტენი - ვერნერი (70. მატეუს კუნია), პოულსენი.

ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (30), 0:2 ლევანდოვსკი (49), 1:2 ვეგჰორსტი (63), 1:3 ხამეს როდრიგესი (72)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა (46. რაფინია) - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი - რობენი, ხამეს როდრიგესი (84. რენატო სანჩესი), გნაბრი (66. გორეტცკა) - ლევანდოვსკი.
გაძევება: რობენი (57. ბაიერნი)

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 1:3
გოლები: 1:0 ბერენსი (15-პენ), 1:1 ნელსონი (50), 1:2 ნელსონი (57) 1:3 შალაი (67)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ადამსი (68. აკპოგუმა), ფოგტი, ბიჩაკჩიჩი - კადერჟაბეკი, გრილიტში (46. შალაი), დემირბაი, შულცი - ნელსონი (70. ჰოოგმა) - კრამარიჩი, ჟოელინტონი.

შალკე-ვერდერი 0:2
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (43), 0:2 ეგეშტაინი (66)
შალკე: ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნალდო, მენდილი (46. უტი) - მაკენი, მასკარელი (63. დი სანტო), ბენტალები - ჰარითი (69. სერდარი), ბურგშტალერი, შიოპფი.

ჰერტა-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 1:0 დუდა (7), 1:1 კოხი (36)

გლადბახი-მაინცი 4:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (21), 2:0 ჰოფმანი (53), 3:0 ტ. აზარი (58), 4:0 ჰოფმანი (63)
გლადბახი: ზომერი - ლანგი (81. იანტჩკე), გინტერი, ელვედი, ვენდტი - შტრობლი - ნოიჰაუსი (70. ზაკარია), ჰოფმანი - აზარი, შტინდი (66. ტრაორე), პლეა.

ბომბარდირები: 7 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), იოვიჩი (აინტრახტა); 6 - დუდა (ჰერტა)

მომდევნო ტური
26 ოქტომბერი. ფრაიბურგი-გლადბახი
27 ოქტომბერი. დორტმუნდი-ჰერტა, ჰანოვერი-აუგსბურგი, მაინცი-ბაიერნი, ფორტუნა-ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი
28 ოქტომბერი. ნიურნბერგი-აინტრახტი, ლაიპციგი-შალკე, ვერდერი-ლევერკუზენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული