ბუნდესლიგა. XIII ტური: ვინღაა "დორტმუნდის" დამწევი? [VIDEO]

AutoSharing Option
შუა კვირას "დორტმუნდის" შთამბეჭდავმა შეტევამ პაუზა აიღო - ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" დიდი უპირატესობის მიუხედავად, ლუსიენ ფავრის გუნდმა 0:0 ითამაშა. შაბათს, თითქოს ის მატჩი გაგრძელდა, რადგან დორტმუნდელები ისევ ვერ ახერხებდნენ უპირატესობის გამოყენებას, მაგრამ ამ უიღბლობას წერტილი როისის პენალტმა დაუსვა. მარკომ მეცხრე გოლი გაიტანა ჩემპიონატში და გაუთანაბრდა საუკეთესო ბომბარდირებს.

თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდა ევროპის საუკეთესო "ჯოკერი" პაკო ალკასერი.

ამჯერად, ესპანელს 20 წუთი მისცეს და მას ეს დრო ეყო იმისთვის, რომ ბოლო წუთზე მშვიდად შეეგორებინა ბურთი მეტოქის კარში სანჩოსა და პიშჩეკის კომბინაციის
შემდეგ.

ალკასერს 10 გოლი აქვს ჩემპიონატში 10 ზუსტი დარტყმის შემდეგ! ლუსიენ ფავრი "დორტმუნდის" ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ამ გუნდში მუშაობა 13-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო.

მოგების გარდა, "დორტმუნდისთვის" ეს ტური იმითაც იყო გამოსაყოფი, რომ წააგო მისმა უახლოესმა მდევარმა "გლადბახმა" და ლიდერის უპირტესობა უკვე შვიდი ქულაა.


* * *
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" წინააღმდეგ მატჩი საუკეთესო იყო ნიკო კოვაჩისთვის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში. თუმცა იმ მატჩის შემდეგ ისიც ითქვა, რომ ბუნდესლიგაში მიუნხენელებს ასეთი სუსტი მეტოქე არ ეყოლებათ და ამ მოგებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. ბრემენში თამაშმა დაადასტურა ეს ვარაუდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონმა შეძლო სამი ქულის აღება.

მარცხენა ფლანგზე, სადაც "ბენფიკას" წინააღმდეგ რობენი ბრწყინავდა, არანაკლებ ეფექტურად ითამაშა გერმანიის ნაკრების ფორვარდმა გნაბრიმ. ოდესღაც ის "ვერდერში" თამაშობდა და ამ გუნდის სტადიონზე ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ახლა კი ერთბაშად ორჯერ გამოიჩინა თავი, ოღონდ "ბაიერნის" მაისურით.

მიუხედავად ამისა, ლაპარაკი არ ყოფილა "ბაიერნის" ტოტალურ უპირატესობაზე. ბრემენელებს არაერთხელ შეეძლოთ ნოიერის კარის აღება, მაგრამ ხან მეკარე თამაშობდა კარგად, ხან კი ზიულეს გამოჰქონდა ბურთი ცარიელი კარიდან. მაგრამ მთავარი შედეგი იყო - მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში პირველად მოიგეს 27 ოქტომბრის შემდეგ.


ფაქტები
  • დორტმუნდმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
  • პაკო ალკასერმა მეცხრე გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ და უკვე გაიმეორა მთლიანი სეზონის რეკორდი, რომელიც ეკუთვნით ვიორელ განეასა (2002-03) და ნილს პეტერსენს (2016-17).
  • "აუგსბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
  • რაფინიამ 322-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რაც მესამე შედეგია ბრაზილიელებისთვის გერმანიის ჩემპიონატში. რაფინია გაუთანაბრდა დედეს და ჩამორჩება ზე რობერტოს (336) და ნალდოს (357).
  • გნაბრის ბოლო სამ მატჩში გააქვს გოლი.
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეთექვსმეტედ დაამარცხა შინ "ვერდერი".
  • "ვერდერი" ხუთი ტურია ვერ იგებს.
  • "ვერდერს" ზედიზედ სამი წაგება აქვს შინ.
  • იბიშევიჩმა ბუნდესლიგაში 115-ე მატჩში გაიტანა თავის მე-300 შეხვედრაში. ლეგიონერებს შორის მასზე წინ მხოლოდ კლაუდიო პისარო (193) და რობერტ ლევანდოვსკი (185) არიან.
  • "ჰერტამ" შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ჰოფენჰაიმი" ექვსი ტურია არ აგებს.
  • "ჰოფენჰაიმს" ამ სეზონში ბუნდესლიგის ყველა მატჩში გააქვს მინიმუმ ერთი გოლი.
  • ადამ შალაიმ მე-200 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • შეწყდა "გლადბახის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
  • "ლაიპციგი" რვა მატჩია შინ არ მარცხდება.
  • "ლაიპციგს" ხუთი მატჩია შინ გოლი არ გაუშვია.
  • შეწყდა "აინტრახტის" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია.

ბუნდესლიგა. XIII ტური
ფორტუნა-მაინცი 0:1
გოლი: 0:1 მატეტა (67)

დორტმუნდი-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 როისი (40-პენ), 2:0 ალკასერი (90+1)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ზაგადუ (37. თოფრაქი), დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი (81 ფილიპი), ბრუუნ ლარსენი - გიოტცე (70. ალკასერი).

შტუტგარტი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 დონისი (39)

ვერდერი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გნაბრი (20), 1:1 ოსაკო (33), 1:2 გნაბრი (50)
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი - გნაბრი (80. ტიაგო ალკანტარა), მიულერი (90+1. ხავი მარტინესი), გორეტცკა, რიბერი (38. კომანი) - ლევანდოვსკი.
გაძევება: მოისანდერი (90+2. ვერდერი)

ჰანოვერი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 ტურონარიგა (44), 0:2 იბიშევიჩი (73)

ჰოფენჰაიმი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (60-პენ), 1:1 ბენტალები (74-პენ)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ფოგტი, ადამსი - კადერჟაბეკი, დემირბაი, გრილიტში, ცუბერი (70. შულცი) - კრამარიჩი (64. ნელსონი) - ბელფოდილი (80. შალაი), ჟოელინტონი.
შალკე: ფერმანი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა - შიოპფი, რუდი, ბენტალები (86. მენდილი), სერდარი (70. სტამბული) - რაითი (70. მაკენი), ბუგრშტალერი.

ლაიპციგი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (3), 2:0 ვერნერი (45+1)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - დემე, კამპლი (83. ილსანკერი) - ბრუმა (69. ლემერი), ზაბიტცერი - ვერნერი (90. კუნია), პოულსენი.
გლადბახი: ზომერი - ლანგი (77. რაფაელი), იანტკე, ელვედი, ვენდტი (77. კუისანსი) - ნოიჰაუსი (60. ტრაორე), შტრობლი, ზაკარია - შტინდი, ტ. აზარი, პლეა.

აინტრახტი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 მეჰმედი (31), 0:2 გინჩეკი (68), 1:2 იოვიჩი (87)

ნიურნბერგი-ლევერკუზენი დღეს

ბომბარდირები: 10 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 9 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი); 8 - თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 7 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
7 დეკემბერი: ვერდერი-ფორტუნა
8 დეკემბერი: ბაიერნი-ნიურნბერგი, შალკე-დორტმუნდი, ლევერკუზენი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ლაიპციგი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-აინტრახტი
9 დეკემბერი: მაინცი-ჰანოვერი, გლადბახი-შტუტგარტი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ ბაიერნი სიტუაციას მაინც დაძაბავს და კვალში ჩაუდგება დორტმუნდს.
სოსო
17:22 03-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული