ლევანდოვსკი: ხანდახან უფრო ადვილია მსხვერპლს გვერდიდან დაესხა თავს

AutoSharing Option
13 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ლიდერ "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩება, მისი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კი მაინც იმედიანადაა განწყობილი.

"ჩვენთვის უჩვეულო სიტუაციაში ვართ. "ბაიერნი" მდევრის როლში არასოდეს არ ყოფილა. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ხანდახან უფრო ადვილია მსხვერპლს გვერდიდან დაესხა თავს.
პირველ ადგილს მუდამ უპრობლემოდ ვიკავებდით. ვითარება შეიცვალა. მხოლოდ წინ ვიყურებით, რაც ზედმეტი ზეწოლისგან გვანთავასუფლებს. ზეწოლის ქვეშ ახლა სხვა გუნდები არიან", - განუცხადა პოლონელმა "ბილდს".

8 დეკემბერს, მე-14 ტურში "ბაიერნი" ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ნიურნბერგს" მასპინძლობს, ხოლო "დორტმუნდი" სტუმრად "შალკეს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული