"ბაიერნმა" "ლაიპციგი" დაამარცხა და "დორტმუნდთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში "ბაიერნმა" სახლში 1:0 მოუგო "ლაიპციგს".

გამარჯვების გოლი ფრანკ რიბერიმ 83-ე წუთზე გაიტანა. მან 28-ე წუთზე ტრავმირებული სერჟ გნაბრი შეცვალა.

"ბაიერნი" 33 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "დორტმუნდს", რომელიც "ფორტუნასთან" 1:2 დამარცხდა,  6 ქულით ჩამორჩება.

მიუნხენი. "ალიანს არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ლაიპციგი 1:0
გოლი: რიბერი (83)

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა, გორეცკა, ალკანტარა, გნაბრი (რიბერი 28), მიულერი (მარტინესი 90), კომანი (სანჩეში 61), ლევანდოვსკი

ლაიპციგი: გულაში, კლოსტერმანი, უპამეკანო, კონატე, ჰალსტენბერგი, ლაიმერი (კუნია 88), დემე,
კამპლი, ბრუმა (ილზანკერი 82), ვერნერი, პოულსენი (ოგიუსტენი 89)
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდს ჰყავს მარტო სამი მინდვრის მოთამაშე - ლევანდოვსკი,რიბერი და რობენი. ეს ორი უკანასკნელიც თუ წავიდა, რაღას იზამენ? რატომ აბეჩავებენ ამხელა გუნდს მისი ხელმძღვანელები, მართლა არ მესმის
????
11:48 20-12-2018
0

სიახლეები პოპულარული