22 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-17 ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე 3:0 სძლია "აინტრახტს".
"ბაიერნმა" 36 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ "დორტმუნდს" 6 ქულით ჩამორჩება.
დუბლი 35 წლის ფრანკ რიბერიმ გაიფორმა. მან ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
კოვაჩის ხელმძღვანელობით "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ 5 თამაში მოიგო - ეს მისი რეკორდია. მიუნხენურ გუნდში ასპარეზობის დროსაც კი მას მიჯრით 4 შეხვედრაზე მეტი არ მოუგია.
ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 35 500 მაყურებელი.
აინტრახტი - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 რიბერი (35), 0:2 რიბერი (79), 0:3 რაფინია (89)