ბუნდესლიგა. XVII ტური: "დორტმუნდი", "ბაიერნი" და დანარჩენები [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, ბორუსიების დერბი იყო დორტმუნდში, სადაც ლიდერი და მისი უახლოესი მდევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩის წინ, დორტმუნდელთა დამრიგებელ ლუსიენ ფავრს დიდი თავსატეხი გაუჩინა დაცვის ხაზში ტრავმებმა - გუნდს ერთბაშად სამი ცენტრალური მცველი გამოაკლდა - აკანჯი, დიალო და ზაგადუ. ამიტომაც, თოფრაქი პირველად მოხვდა წელს ძირითადში, მისი მეწყვილე დაცვის ცენტრში კი ნახევარმცველი ვაიგლი გახდა.

თუმცა, "გლადბახი" სტუმრად ისეთი საშიში არ არის, როგორც შინ, სადაც წელს ყველა მატჩი მოიგო. 45-ე წუთზე, როცა კრამერმა ანგარიში გაათანაბრა, სტუმრებს
პრაქტიკულად არ შეუწუხებიათ "დორტმუნდის" ცენტრალური მცველები. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტი ცოტა ჰქონდათ.

"დორტმუნდი" უფრო ხშირად მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც სანჩომ ძალიან გააწვალა ვენდტი. სწორედ 18 წლის ინგლისელმა გახსნა ანგარიში 42-ე წუთზე, როცა როისმა შეცდომა დააშვებინა 18 წლის ცენტრალურ მცველ ბაიერს.

54-ე წუთზე ასევე როისმა და სანჩომ მიიღეს მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში. სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში, ინგლისელი თითქოს აგვიანებდა გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, საბოლოოდ, ორივეჯერ იდეალურად იმოქმედა. ამბობენ, რომ სანჩო "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

"ზამთრის ჩემპიონმა" სრულიად დამსახურებული მოგებით დაასრულა პირველი წრე და შეინარჩუნა "ბაიერნთან" ექვსქულიანი უპირატესობა.


მიუნხენელებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა "აინტრახტმა" და საკუთარ კარში სამი გოლი მიიღო. ორი გოლი რიბერის ანგარიშზე იყო. ფრანგი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში დუბლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი - 35 წლის და 259 დღის.


ფაქტები
  • "დორტმუნდს" ამ სეზონში შინ ცხრა მატჩიდან რვა მოგება აქვს.
  • "დორტმუნდმა" ზედიზედ მეშვიდედ მოუგო "გლადბახს".
  • როისმა კარიერაში პირველად გაიტანა პირველ წრეში 11 გოლი.
  • "ლევერკუზენმა" ბოლო 11 თამაშიდან რვაჯერ მოუგო "ჰერტას".
  • "ლაიპციგი" შინ 10 მატჩია არ მარცხდება - 8 მოგება და 2 ფრე.
  • "ვერდერი" ერთადერთი გუნდია პირველ წრეში, რომელმაც ყველა მატჩში გაიტანა.
  • "შალკემ" ყველა მატჩი მოიგო პირველ წრეში, როცა პირველს გაჰქონდა გოლი.
  • "ფორტუნამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
  • "ჰანოვერს" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ჰანოვერმა" შინ ზედიზედ მესამედ წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
  • "ფორტუნამ" თავისი 18 გოლიდან 14 მეორე ტაიმში გაიტანა.
  • "ნიურნბერგს" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ნიურნბერგმა" ზედიზედ ოთხი და ბოლო შვიდში ექვსი მატჩი წააგო.
  • "ნიურნბერგს" ოთხი ტურია გოლი არ გაუტანია.
  • "ნიურნბერგს" "ფრაიბურგი" 2005 წლის მარტის შემდეგ არ დაუმარცხებია.
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
  • "ბაიერნი" ოთხი ტურია გოლს არ უშვებს.
  • რიბერიმ 2015 წლის თებერვლის შემდეგ, პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ სამ მატჩში.
  • გაჩინოვიჩმა მე-100 მატჩი ჩაატარა "აინტრახტის" შემადგენლობაში, იოვიჩმა - 50-ე.
  • "ვოლფსბურგი" ექვსი ტურია არ აგებს - 5 მოგება და ერთი ფრე.
  • "ვოლფსბურგმა" სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო.
  • აუგსბურგს" რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • ჰოფენჰაიმმა" 10 მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია, მაგრამ ბოლო ექვსი მატჩი ფრედ დაასრულა.
  • ჰოფენჰაიმმა" ოთხჯერ გაარტყა ბურთი ძელს "მაინცის" წინააღმდეგ. სულ პირველ წრეში 13 ასეთი მომენტი დაუგროვდა, რაც პირველი წრის რეკორდია.

ბუნდესლიგა. XVII ტური
დორტმუნდი-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (42), 1:1 კრამერი (45+1), 2:1 როისი (54)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, თოფრაქი, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (90+2. ვოლფი), როისი, რაფაელ გერეირო (90+3. ბრუუნ ლარსენი) - ალკასერი (34. გიოტცე ).
გლადბახი: ზომერი - ჯონსონი, ბაიერი, შტრობლი, ვენდტი - კრამერი (68. ჰოფმანი), ზაკარია, ნოიჰაუსი (81. კუიზანსი) - თ. აზარი, პლეა, ჰერმანი (73. ტრაორე).

ლევერკუზენი-ჰერტა 3:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (6), 2:0 ჰაფერცი (23), 2:1 ტორუნარიგა (26), 3:1 ჰაფერცი (49)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა (85. ს. ბენდერი), დრაგოვიჩი, იედვაი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ბრანდტი (76. ბელარაბი), ჰაფერცი, ბეილი - ფოლანდი (72. ალარიო).

ლაიპციგი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 კლოსტერმანი (22), 2:0 ვერნერი (44), 2:1 კრუზე (67), 2:2 სარჯენტი (77), 3:2 ბრუია (87)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი (89. ბრუმა), ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, კამპლი (58. უპამეკანო), დემე, ლემერი - ვერნერი (90+2. კუნია), პოულსენი.

შტუტგარტი-შალკე 1:3
გოლები: 0:1 სკრჟიბსკი (10), 0:2 გომესი (70-საკ. კარში), 1:2 გონსალესი (76), 1:3 ქუთუჩუ (78)
შალკე: ფერმანი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - კალიჯური (87. რაითი), შიოპფი, ოშჩიპკა - სერდარი (59. მაკკენი), ბენტალები - სკრჟიბსკი, კონოპლიანკა (73. ქუთუჩუ).

ჰანოვერი-ფორტუნა 0:1
გოლი: 0:1 ფინკი (90+1)

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 გულდე (19)

აინტრახტი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 რიბერი (35), 0:2 რიბერი (79), 0:3 რაფინია (88)
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი, ხავი მარტინესი - მიულერი (90. შაბანი), ტიაგო ალკანტარა, რიბერი (90. კომანი) - ლევანდოვსკი (90. ვაგნერი).

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 2:3
გოლები: 0:1 გილავოგი (33), 0:2 ვილიამი (41), 1:2 ხედირა (49), 2:2 კორდოვა (59), 2:3 გერჰარდი (89)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 დემირბაი (11), 1:1 მატეტა (16)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, ჰიუბნერი - ბრენე (73. კადერჟაბეკი), გრილიტში, დემირბაი, შულცი (59. შალაი) - გრიფო, ბელფოდილი ცუბერი (78. ნელსონი).

ბომბარდირები: 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).

მომდევნო ტური
18 იანვარი: ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
19 იანვარი: ლევერკუზენი-გლადბახი, შტუტგარტი-მაინცი, აინტრახტი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ფორტუნა, ჰანოვერი-ვერდერი, ლაიპციგი-დორტმუნდი
20 იანვარი: ნიურნბერგი-ჰერტა, შალკე-ვოლფსბურგი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული