მიუნხენის "ბაიერნმა" სანდრო ვაგნერი ჩინეთში გაუშვა

AutoSharing Option
"ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი კარიერას ჩინურ "ტიანჯინ ტედაში" გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, გერმანული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს.

სანდრო ვაგნერი "ბაიერნის" მოთამაშე გასული წლის იანვარში გახდა. მიუნხენურმა კლუბმა ის "ჰოფენჰაიმიდან" შეიძინა.

31 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

სანდრო ვაგნერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]