ბუნდესლიგა. XXI ტური: "დორტმუნდის" სულელური ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
21-ე ტური "ბაიერნისთვის" იღბლიანი აღმოჩნდა - "ბორუსიამ" მოულოდნელად ქულები დაკარგა და მიუნხენური კლუბი საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა.

ნიკო კოვაჩმა სასტარტოში დააბრუნა ჯერომ ბოატენგი - სამმატჩიანი შიდა დისკვალიფიკაციის შემდეგ. ვეტერანმა ტაიმის შუაში ვერ შეძლო კონტრშეტევაში გაქცეული ქუთუჯუს დაწევა და "შალკემ" გაათანაბრა. ამ გოლამდე რობერტ ლევანდოვსკის პრესინგით საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა ჯეფრი ბრუმამ.

ამის შემდეგ ლევანდოვსკიმ მე-100 გოლი გაიტანა "ალიანც-რენაზე" და ისევ გაიყვანა "ბაიერნი" წინ. საინტერესოა, რომ საგოლე გადაცემა ხამეს როდრიგესმა გააკეთა, რაც პირველი იყო მისთვის სეზონში.

მეორე ტაიმში "შალკემ" ორჯერ გაარტყა ბურთი
ძელს - ჯერ მაკენიმ, შემდეგ ბრუმამ. ცოტა ხანში კი გნაბრიმ ყველანაირი იმედი მოუსპო მეტოქეს. ლევანდოვსკიმ ერთი-ორჯერ კარგი მომენტი გააფუჭა, მაგრამ, საერთო ჯამში, ის და მისი გუნდი კმაყოფილნი დარჩნენ. 3:1 - "ბაიერნმა" "შალკესთან" ზედიზედ მე-17 მატჩი არ წააგო და ხუთ ქულამდე შეამცირა "დორტმუნდთან" ჩამორჩენა.


წესით, სხვაობა ისევ შვიდი ქულა უნდა ყოფილიყო. "დორტმუნდი" მშვიდად იგებდა 3:0-ს "ჰოფენჰაიმთან". თამაშის დამთავრებამდე 16 წუთი რჩებოდა, როცა, "ჰოფენჰაიმი" აფეთქდა. ბელფოდილმა პირველი გაიტანა, მეორე კადერჟაბეკს გაატანინა და 87-ე წუთზე გაათანაბრა. 3:3 - "დორტმუნდმა" ქულები დაკარგა მაქსიმალურად სულელურ სიტუაციაში.


დორტმუნდელებს 50 ქულა აქვთ. ბოლოჯერ გუნდმა 21 ტურის შემდეგ 50 ქულა დააგროვა და ჩემპიონი ვერ გახდა 1982 წელს. მაშინაც უკან ხუთი ქულის ჩამორჩენით "ბაიერნი" იყო.

ფაქტები
  • "ლევერკუზენმა" ზედიზედ მესამე მოიგო.
  • "ლევერკუზენს" ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოგება აქვს.
  • "ლევერკუზენმა" სტუმრად ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა.
  • "დორტმუნდმა" ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები.
  • "დორტმუნდი" შინ 11 მატჩია არ აგებს.
  • "ჰოფენჰაიმი" რვა მატჩია სტუმრად არ მარცხდება. ბოლო წაგება 2018 წლის 15 სექტემბრით თარიღდება.
  • "ჰოფენჰაიმმა" არსებობის ისტორიაში მეორედ გააბათილა სამბურთიანი ჩამორჩენა. პირველად 2016 წლის სექტემბერში, როცა "მაინცთან" 1:4 4:4-დან აქცია.
  • ჯედონ სანჩომ 2019 წელს პირველი გოლი გაიტანა.
  • მარიო გიოტცემ ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. მას ამისთვის 204 მატჩი დასჭირდა.
  • გიოტცეს გუნდს არასოდეს წაუგია, როცა ეს ფეხბურთელი გოლს იტანდა (+36=7).
  • "დორტმუნდმა" შინ 33 შესაძლებლიდან 28 ქულა აიღო. 11 საშინაო მატჩში გუნდი მინიმუმ ორ გოლს იტანდა.
  • "აინტრახტმა" ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.
  • "ლაიპციგს" ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული - 18.
  • "აინტრახტს" ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ მოუგია პირველ ექვსეულში მყოფი გუნდისთვის.
  • "გლადბახმა" ამ სეზონში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე.
  • შეწყდა "გლადბახის" 12-მატჩიანი მოგებათა სერია საშინაო არენაზე.
  • "ჰანოვერმა" შეწყვიტა ცხრამატჩიანი მოუგებელი და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ჰანოვერმა" შეწყვიტა შინ ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ჰანოვერი" 522 წუთის განმავლობაში ვერ იტანდა გოლს საკუთარ მოედანზე.
  • "ნიურნბერგი" 15 ტურია ვერ იგებს.
  • "ნიურნბერგს 16 მატჩია სტუმრად არ მოუგია ბუნდესლიგაში.
  • "ფრაიბურგი" 2019 წელს მოუგებელია.
  • "ვოლფსბურგს" 20 ქულა აქვს გასვლაზე. უფრო მეტი ქულა მიიღეს მხოლოდ "ბაიერნმა" (24) და "დორტმუნდმა" (21).
  • "ბაიერნმა" შინ ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ 119-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა, ჩამორჩება მხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგესა და გერდ მიულერს.
  • ჯოშუა კიმიხმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • "შალკეს" ზედიზედ 17 მატჩია არ მოუგია "ბაიერნისთვის (=3-14).
  • ლევანდოვსკი პირველი მოთამაშეა, ვინც "ალიანც არენაზე" 100 გოლი გაიტანა.
  • "ფორტუნას" დამრიგებელმა ფუნკელმა მე-800 მატჩი ჩაატარა მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში. უფრო მაღლა არიან - იუპ ჰაინკესი (1138), ოტო რეჰაგელი (1033) და ფელიქს მაგათი (801).
  • "შტუტგარტს" ყველაზე ცუდი შედეგი აქვს თავის ისტორიაში 21 ტურის შემდეგ.
  • "შტუგარტმა" ბოლო 11 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
  • "ვერდერი" ისევ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
  • "ვერდერმა" მხოლოდ ორ მატჩში შეინახა კარი "მშრალად".

ბუნდესლიგა. XXI ტური
მაინცი-ლევერკუზენი 1:5
გოლები: 0:1 ვენდელი (5), 1:1 კუიასონი (9), 1:2 ჰაფერცი (20), 1:3 ბრანდტი (30), 1:4 ბელარაბი (43), 1:5 ბრანდტი (64)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი (78. იედვაი) - ჰაფერცი (62. ბაუმგარტლინგერი), არანგისი, ბრანდტი (81. ალარიო) - ბელარაბი, ფოლანდი, ბეილი.

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 სანჩო (32), 2:0 გიოტცე (43), 3:0 რაფაელ გერეირო (67), 3:1 ბელფოდილი (75), 3:2 კადერჟაბეკი (83), 3:3 ბელფოდილი (87)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დაუდი - სანჩო, ფილიპი (70. პაკო ალკასერი), რაფაელ გერეირო (90+2. ვოლფი) - გიოტცე (83. თოფრაქი).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ჰიუბნერი, ბიჩაკჩიჩი - კადერჟაბეკი, ბიტენკურტი (70. ნელსონი), გრილიტში, დემირბაი (46. გაიგერი), შულცი - კრამარიჩი (46. ბელფოდილი), ჟოელინტონი.

ლაიპციგი-აინტრახტი 0:0
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ილსანკერი, ორბანი, ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, მუკიელე, დემე, ლემერი (67. ფორსბერგი) - ვერნერი (85. კუნია), პოულსენი.

გლადბახი-ჰერტა 0:3
გოლები: 0:1 კალუ (30), 0:2 დუდა (56), 0:3 ზელკე (76)
გლადბახი: ზომერი - ლანგი (64. ჰერმანი), გინტერი, ელვედი, ვენდტი - ნოიჰაუსი, შტრობლი (81. კრამერი), ჰოფმანი (34. კუიზანსი) - შტინდლი, პლეა, აზარი.

ჰანოვერი-ნიურნბერგი 2:0
გოლები: 1:0 მიულერი (45+5), 2:0 მიულერი (77)
გაძევება: რაინი (11. ნიურნბერგი)

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 3:3
გოლები: 0:1 რუსიონი (11), 1:1 გრიფო (37), 1:2 ვეგჰორსტი (63), 2:2 პეტერსენი (70), 2:3 შტეფენი (75), 3:3 ვალდშმიდტი (88)

ბაიერნი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 ბრუმა (12-საკ. კარში), 1:1 ქუთუჩუ (25), 2:1 ლევანდოვსკი (27), 3:1 გნაბრი (57)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა - გნაბრი (89. დევისი), ხამეს როდრიგესი (78. ხავი მარტინესი), კომანი (68. რიბერი) - ლევანდოვსკი.
შალკე: ფერმანი - კალიჯური, ბრუმა, სანე, ოშჩიპკა - სერდარი (53. ჰარითი), რუდი (33. მასკარელი), ბენტალები - მაკენი - ქუთუჩუ (73. უტი), კონოპლიანკა.

ვერდერი-აუგსბურგი 4:0
გოლები: 1:0 რაშიკა (5), 2:0 ეგეშტაინი (27), 3:0 რაშიკა (28), 4:0 მოვალდი (83
ფორტუნა-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 ქარამანი (34), 2:0 ფინკი (49), 3:0 რამანი (85)

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
15 თებერვალი: აუგსბურგი-ბაიერნი
16 თებერვალი: შალკე-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი, შტუტგარტი-ლაიპციგი, ვოლფსბურგი- მაინცი, ჰერტა-ვერდერი
17 თებერვალი: აინტრახტი-გლადბახი, ლევერკუზენი-ფორტუნა.
18 თებერვალი: ნიურნბერგი-დორტმუნდი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული