ლიოვმა ნაკრებიდან მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი მოკვეთა

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყების წინ, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რადიკალურ საკადრო ცვლილებებს მიმართა.

დღეს ლიოვი თავის თანაშემწეებთან, მარკუს სორგთან და ოლივერ ბირჰოფთან ერთად მიუნხენში ჩავიდა და "ბაიერნის" ფეხბურთელებს ტომას მიულერს, მატს ჰუმელსს და ჟერომ ბოატენგს განუცხადა, რომ ბუნდესგუნდში აღარ უხმობს.

ისინი ჯერ კიდევ ტოპ-კლასის ფეხბურთელები, კლუბის სიმბოლოები არიან, მადლობა, მაგრამ ახლა ჩვენ სხვა კურსი გვაქვს აღებულიო, ბრძანა ლიოვმა.

გერმანის ნაკრები 20 მარტს ამხანაგურ მატჩში სერბეთს, ხოლო 24 მარტს ევროპირველობის შესარჩევ შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდება.