ტომას მიულერი - ნაკრებში არგამოძახებაზე: ახლა მეუღლეებს მეტ დროს დავუთმობთ

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელმა ტომას მიულერმა ტვიტერით კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში აღარ იხმობს.

"ახლა მე, ჰუმელსი და ბოატენგი ჩვენს მეუღლეებს მეტ ყურადღებას დავუთმობთ. სრულად კონცენტრირებულნი მხოლოდ კლუბზე ვიქნებით. სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს.

"ბაიერნი" კვლავაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მიმზიდველ საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული.

ყოველ მატჩში თავი უნდა გამოვიჩინოთ. არავინ იცის, რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც არ ეტყობა ბაიერნს მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძვის. ბუნდესლიგას სულ იგებს და წელს თუ ვერ მოიგო, არაფერი დაშავდება. ტრაგედია უფრო საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივი წარუმატებლობაა. მიულერს კიდევ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, 2014 წლის შემდეგ ნამდვილად უჭირს ჩვეულ ფორმაში დადგომა და მისი ნაკრებში გამოუძახებლობაც ლოგიკურია
:))))
22:39 18-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული