მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქეს თავი გაუჩეხა, შემდეგ კი რესტორანში დაპატიჟა

AutoSharing Option
"დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კევინ გროსკროიცმა, რომელიც რეგიონული ლიგის "იურდინგენ 05"-ში ასპარეზობს, თამაშისას "როტ ვაისის" ფეხბურთელს ლუკას სცეპანიკს ბუცების ქაცვებით თავი გაუჩეხა.

გროსკროიცმა ნამატჩევს შერიგების ნიშნად სცეპანიკი რესტორანში დაპატიჟა.

საერთოდ, ის ხშირად ეხვევა სკანდალში. 2017 წელს "დორტმუნდის" დუბლების ფეხბურთელებთან ერთად რესტორანში წავიდა, იჩხუბა და ისე გალახეს, რომ კეფაგატეხილი რამოდენიმე დღე საავადმყოფოში იწვა.

2015 წელს კევინი "ჰამბურგთან" მატჩის წინ ისე დათვრა, რომ სასტუმროს ჰოლში მოშარდა და მეორე დღეს თავი იმით იმართლა, რომ არაფერი არ ახსოვდა.

გროსკროიცმა "დორტმუნდთან ერთად ორჯერ
მოიგო ბუნდესლიგა, ერთხელ კი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული