დაე, ძრწოდეს მიუნხენი - ბავარიაში "დორტმუნდის" 10 000-ზე მეტი ფანი მიემგზავრება

AutoSharing Option
6 აპრილს ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს. ეს არამარტო ამ ტურის, არამედ მიმდინარე პირველობის ცენტრალური და შესაძლოა, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩიც კი იყოს.

"დორტმუნდი" პირველ ადგილზეა და "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს.

"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდს" საქომაგოდ თან 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი მიჰყვება.

მატჩი 75-ათასიან "ალიანც არენაზე" თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

"დორტმუნდს" შეიძლება ტრავმის გამო ვერ დაეხმაროს თავდამსხმელი პაკო ალკასერი, რომელმაც ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 21 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული