ული ჰიონესი: თუ "დორტმუნდს" ვერ მოვუგეთ, ჩემპიონობის ღირსები არ ვიქნებით

AutoSharing Option
"ბაიერნი" ბუნდესლიგაზე ლიდერ "დორტმუნდს" 2 ქულით ჩამორჩება და 28-ე ტურში უმასპინძლებს. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ კომენტარი "რეკორდმაისტერის" პრეზიდნტმა ული ჰიონესმა გააკეთა.

"კი მინდა გავიმარჯვოთ, მაგრამ თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ჩემპიონობის ღირსები არ ვიქნებით. თანაც, სტუმრად ამ გუნდთან 2:3 წავაგეთ. უნდა მოვიგოთ და დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ.

ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ. ჩემთვის ალტერნატივა არ არსებობს. წაგებაზე არც ვფიქრობ".

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა 6 აპრილს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული