ფრანკფურტის "აინტრახტმა" კონტრაქტში ჩადებული უფლება გამოიყენა და 21 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი გამოისყიდა, რომელიც გერმანულ კლუბში იჯარის წესით "ბენფიკადან" თამაშობს.
"აინტრახტმა" თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტალანტის ხელში ჩაგდება ძალიან იაფად, დაახლოებით 7 მილიონ ევროდ შეძლო.
იოვიჩით არაერთი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის: "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი".
მიმდინარე სეზონში სერბმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში 17 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგაზე კი 11 მატჩში მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.
იოვიჩისა და პიანიჩის აგენტმა "რეალთან" მოლაპარაკებები გამართა
მომზადებულია Sport-english.com-ის მიხედვით