ერიკ ტენ ჰაგი "ბაიერნში" ნიკო კოვაჩის სავარაუდო შემცვლელების სიაშია

AutoSharing Option
როგორც გამოცემა TZ-ი იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე "აიაქსის" დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის მუშაობით მოხიბლულია.

როგორც ჩანს, ჰოლანდიელი ნიკო კოვაჩის სავარაუდო შემცვლელების სიაშია.

ტენ ჰაგისთვის "ბაიერნი" უცხო არ არის, ის 2013-15 წლებში მიუნხენური კლუბის მეორე გუნდში მუშაობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "რეკორდმაისტერს" პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

altერიკ ტენ ჰაგი: ლომებივით ვიბრძოლეთ - ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით

ასევე დაგაინტერესებთ