"ეს ახდენილი ოცნება იყო"- ფრანკ რიბერი "ბაიერნს" ტოვებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გერმანულ გრანდთან კონტრაქტს აღარ გააზანგრძლივებს და "ბაიერნს" ივნისში დაემშვიდობება.

"ჩემთვის ბაიერნში გადასვლა რეალობად ქცეული ოცნება იყო. არაა ადვილი კლუბთან განშორება, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რას მივაღწიეთ. ერთად ხომ 20-ზე მეტი ტიტული მოვიგეთ"- განაცხადა ფრანგმა.

36 წლის ფრანკ რიბერი მიუნხენის "ბაიერნს" 2007 წელს შეუერთდა მარსელის "ოლიმპიკიდან". რიბერიმ  "ბაიერნის" შემადგენლობაში ჯამში 422 შეხვედრა გამართა და 123 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად 22 ტიტული მოიგო, 8 ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა 2012/2013 სეზონში. წასვლილსას გერმანიის ჩემპიონატის
მე-9 ტიტულსაც მიამატებს.

ჯერ-ერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული