"ბაიერნი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა ჩემპიონი - რიბერი და რობენი "რეკოდმაისტერს" გოლებით დაემშვიდობნენ [VIDEO]

AutoSharing Option
18 მაისს, ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "აინტრახტს" 5:1 სძლია და ოქროს მედლები მიჯრით მეშვიდედ მოიპოვა.

ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატებიდან ინტრიგა ბოლომდე მხოლოდ გერმანიაში იყო შენარჩუნებული და "დორტმუნდის" აღმასრულებელი დირექტორი ვატცკე ამბობდა, უკანასკნელ ტურში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოსო. არ შეიცვალა.

მატჩის წინ ვეტერანი ნახევარმცველები ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, რომელთაც "ბაიერნში" ეპოქა შექმნეს,  გულშემატკივრებს გამოემშვიდობნენ. ისინი შეცვლაზე შევიდნენ და გოლებით თავიანთ მიუნხენურ კარიერას ლამაზი წერტილი დაუსვეს.

რიბერი მეცხრედ გახდა გერმანიის ჩემპიონი - ეს რეკორდია.

"ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მეოთხედ გახდა
გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირი - ამ სეზონში მან 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

"დორტმუნდმა" გასვლაზე კი მოუგო "გლადბახს" 2:0, მაგრამ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - აინტრახტი 5:1
გოლები: 1:0 კომანი (4), 1:1 ჰალერი (50), 2:1 ალაბა (53), 3:1 სანჩესი (58), 4:1 რიბერი (72), 5:1 რობენი (78)

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი". 54 022 მაყურებელი
გლადბახი - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 სანჩო (45), 0:2 როისი (54)


მაინცი - ჰოფენჰაიმი 4:2
შალკე - შტუტგარტი 0:0
ფორტუნა - ჰანოვერი 2:1
ჰერტა - ბაიერი 1:5
ფრაიბურგი - ნიურნბერგი 5:1
ვოლფსბურგი - აუგსბურგი 8:1
ვერდერი - ლაიპციგი 2:1

ასე და ამგვარად, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი", "დორტმუნდი", "ლაიპციგი" და "ბაიერი", ხოლო ევროპა ლიგაზე "გლადბახი", "ვოლფსბურგი" და "აინტრახტი" იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაფინია სულ ცრემლებით გააცილეს. კაცს ეგონებოდა, ბეკენბაუერს ემშვიდობებოდნენ, მაგრამ რახან ეგ ბაიერნში არ იქნება, ერთი სიამოვნებაა.
:))))
00:17 20-05-2019
0
თან რა გოლი გაიტანა გამოსამშვიდობებელი თავის შესაფერისი
აკაკი
23:00 18-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული