ოლივერ კანმა საქველმოქმედო მატჩის დროს 9 წლის ბავშვებს პენალტი არ გაატანინა

AutoSharing Option
ძალიან პოპულარულ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად პაჩერომ ძალიან საინტერესო რამ გამოაქვეყნა. პაჩერო კითხულობდა წიგნს, სახელწოდებით "Tor! History of German football" ('გოლი! გერმანული ფეხბურთის ისტორია"), რომელიც 2002 წელს არის გამოცემული და შთამბეჭდავი ამბავი აღმოაჩინა.

"ვკითხულობ წიგნს გერმანული ფეხბურთის შესახებ. თურმე, ერთხელ ოლივერ კანი საქველმოქმედო მატჩში თამაშობდა პენალტების სერიას 9 წლის ბავშვების წინააღმდეგ. ბავშვების მიერ თითო გატანილ პენალტზე გარკვეული თანხა ირიცხებოდა ფონდში. თუმცა კანმა ყველა დარტყმული მოიგერია."

კანს ეს არ გაუკეთებია ფულის გამო (ის არ იხდიდა ამ თანხას), არამედ იმიტომ,
რომ ცდილობდა, არავის ეჯობნა მისთვის.

"მეკარე ცოტათი გიჟი უნდა იყოს, - თქვა ერთხელ გერმანელმა ლეგენდამ. - აბა, რომელი საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მისცემს ნებას სხვებს, ურტყან ბურთი სახესა და მუცელში, თან შეძლოს და აქედან სიამოვნება მიიღოს?"

კანი არა მხოლოდ კარგი თამაშისა და მოგერიებული პენალტების დამსახურებით, არამედ მისი ხასიათის გამოც შეიყვარეს. "გადარეული" მეკარე ივნისის თვეში 50 წლის გახდება.


მომზადებულია sports-ის მიხედვით
ტეგები: