აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
აკაკი გოგიას "უნიონმა" ბუნდესლიგაში გადასასვლელ მეორე მატჩში სასურველი ნულოვანი ფრე გაუგორა "შტუტგარტს" და გერმანიის ელიტარულ ლიგაში აღზევდა.

პირველი, გასვლითი შეხვედრა "უნიონმა" 2:2 დაასრულა და ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით მიზანს უწია.

თამაშმა დედაქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია, 22-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ.

გოგია 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან მეორე ბუნდესლიგის გასული გათამაშების 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"უნიონი" პირველად იასპარეზებს ბუნდესლიგაში. ეს გუნდი 1988/89 წლების სეზონში გდრ-ის
უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ამ სეზონში კი მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ