ოფიციალურად: მატს ჰუმელსი "დორტმუნდში" დაბრუნდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენის "ბაიერნის" მცველი მატს ჰუმელსი შეიძინა - ამის შესახებ გერმანელთა Facebok-გვერდიდან გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელებს აღნიშნული ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მატს ჰუმელსი "ბაიერნში" 2016 წელს სწორედ "ბორუსიადან" გადავიდა.

გასულ სეზონში გერმანელი მცველის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "დორტმუნდი" განსაკუთრებით აქტიურია. ეს "ბორუსიას" რიგით მეოთხე შენაძენია თორგან აზარის, ნიკო შულცისა და ჯულიან ბრანდტის შემდეგ.

ჯამში გერმანულმა გრანდმა უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

alt"დორტმუნდმა" ედენ აზარის

ძმა შეიძინა
ასევე დაგაინტერესებთ