"ბაიერნმა" ლუკა ერნანდესის სადებიუტო მატჩში 23:0 გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის სუპერთასზე "დორტმუნდთან" 0:2 დამარცხებულმა "ბაიერნმა" საკონტროლო მატჩში ჯავრი ბავარიის რეგიონული ლიგის "როტაჰ-ეგერნზე" იყარა - 23:0.

შეხვედრას 25 000 მაყურებელი დაესწრო და მიუნხენურ გუნდში "ატლეტიკოსგან" გერმანიისთვის სარეკორდო 80 მილიონ ევროდ შეძენილი მცველის, ლუკა ერნანდესის დებიუტი შედგა.

გოლები რენატუ სანშეშმა (2), ლეონ დაიაკუმ, რობერტ ლევანდოვსკიმ (3), სერჟ გნაბრიმ, კორენტენ ტოლისომ (4), ტომას მიულერმა (2), კვაზი ოკიერე ვრიდტმა (3), სარპეეგ სინგჰმა, ლეონ გორეცკამ (2), ალეკსანდერ ნოლენბერგერგერმა და ლარს დიტრიხმა გაიტანეს.

12 აგვისტოს "ბაიერნი" გერმანიის თასის პირველ რაუნდში სტუმრად "ენერგის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგეც თამაში იყო?ადმინ დავითვალე და ორი გოლით ნაკლები გამოგდით.ეტყობა თვითონაც ვეღარ დაიმახსოვრეს ვინ რამდენი გაიტანა
სოსო
09:58 09-08-2019
0

სიახლეები პოპულარული