"ბაიერნს" უნდა, კოუტინიო მუქთად ჩაიგდოს ხელში და დემბელეს სამსახურითაც დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნს" "ბარსელონას" ნახევარმცველის, კოუტინიოს იჯარით აყვანა სურს და თანაც, უფასოდ.

გასულ სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირზე 54 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 90 მილიონი ევროა.

"ბარსელონა" კოუტინიოს პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას ცდილობს.

გამოცემის მტკიცებით, "რეკორდმაისტერი" "ბარსელონას" ფორვარდის, უსმან დემბელეს სამსახურითაცაა დაინტერესებული.

altკოუტინიომ "ტოტენჰემში" გადასვლაზე უარი განაცხადა

alt"ბარსელონა" კოუტინიოს 120 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

altAs: "ბარსელონამ" პსჟ-ს ნეიმარში კოუტინიო, დემბელე და კიდევ 40 მილიონი შესთავაზა

alt

უდისციპლინობით ცნობილი უსმან დემბელე "ბარსელონაში" ერთი კვირით ადრე შეუდგა ვარჯიშს