კოუტინიოს ერთწლიანი იჯარა "ბაიერნს" 20 მილიონი დაუჯდება

AutoSharing Option
ნახევარმცველ კოუტინიოს "ბარსელონადან" "ბაიერნში" გადასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა.

ბრაზილიელის ერთსეზონიანი იჯარა "ბაიერნს" 20 მილიონი ევრო დაუჯდება და გაისად მისი კონტრაქტის 120 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

კოუტინიო "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგას პირველი ტურის მატჩზე იმყოფებოდა ბილბაოს სტადიონზე, მაგრამ განაცხადშიც არ შეუყვანიათ.

"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაამხილა, რომ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან ერთად კატალონიაში იმყოფებოდა და ტრანსფერი შეთანხმებულია.

მიუნხენური გუნდის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ ეს ტრანსფერი არამარტო "ბაიერნს", არამედ მთელ ბუნდესლიგას გაახარებს.