ბერტი ფოგთსი: შესაძლოა, კოუტინიო ვარსკვლავი აღარ არის

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა ნახევარმცველ კოუტინიოს "ბაიერნში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ერთი შეხედვით, კოუტინიოს იჯარა ბუნდესლიგისთვის შესანიშნავია, მაგრამ მინდა კითხვა დავსვა: რატომ დატოვა 27 წლის ფეხბურთელმა ისეთი მსოფლიოს კლასის გუნდი, როგორიც "ბარსელონაა"? რადგან მის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების იმედი დაკარგა.

შესაძლოა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღარ არის და ახალ სეზონში "ბარსელონაში" სათადარიგო იქნებოდა.

იგივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი ხამესთან დაკავშირებით, როდესაც ორი წლის წინ "რეალიდან" "ბაიერნში" გადმოვიდა. იმედია, კოუტინიო "ბაიერნს" სარგებელს მოუტანს", - ციტირებს ფოგთსს "ბილდი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული