ნიკო კოვაჩი: კოუტინიოს ჯერ ვერ ვათამაშებთ

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გუნდის ახალწვეულ ნახევარმცველ კოუტინიოზე ისაუბრა.

"კოუტინიოს ბევრ ვარჯიშში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან გვინდა ჯერ ფორმაში ჩადგეს და არ გავრისკოთ, რათა სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. ჯერჯერობით ვერ ვათამაშებთ. ის მსოფლიოს კლასის ფეხბურთელი და ძალიან თავმდაბალი ახალგაზრდაა. გვინდა, გუნდში მისი ინტეგრაცია მალე მოვახდინოთ.

რაც შეეხება პერიშიჩს, შესაძლოა, "შალკესთან" სასტარტოში დავაყენო. მან კოუტინიოზე ადრე დაიწყო მზადება და ფორმაშია", - ციტირებს კოვაჩს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული