მიუნხენის "ბაიერნმა" 2018/19 წლების სეზონში რეკორდულ ფინანსურ მაჩვენებლებს მიაღწია.
გერმანული კლუბის შემოსავალი 14.1 პროცენტით გაიზარდა და 750.4 მლნ ევრო გახდა.
ოპერაციულმა მოგებამ 146.1 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო გადასახადების გადახდამდე მოგებამ - 75.3 მლნ ევრო.
"ბაიერნის" სუფთა მოგება 52.5 მლნ ევროა, რაც წინა წინა სეზონთან შედარებით 78 პროცენტით მეტია.
მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით