"დორტმუნდში" იულიან ბრანდტის (ბაიერი) და ტორგან აზარის (გლადბახი) მისვლის შემდეგ მარიო გიოტცეს თამაში სისტემატურად არ უწევს და შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.
Calciomercato-ს ცნობით, გიოტცეს სამსახურით "ინტერი" დაინტერესდა და ზამთარში მის გადაბირებას შეეცდება.
გიოტცეს "დორტმუნდთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და წესით, იანვარში უპრობლემოდ უნდა გაყიდოს.
გასულ სეზონში გიოტცემ 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა.